რატომ არის მნიშვნელოვანი ფილტვის კიბოს სკრინინგის ჩატარება
კვლევები აჩვენებს, რომ ფილტვის კიბოს სკრინინგი 20%-ით ამცირებს ფილტვის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას იმ ადამიანებში, რომელთაც დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის კეთილ გამოსავალს. სკრინინგი გვეხმარება დაავადება გამოვავლინოთ ადრეულ სტადიაზე, მაშინ როდესაც მკურნალობა მეტად ეფექტურია.
2026 წლის 1 მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს. სკრინინგის პროგრამა ხორციელდება თბილისისი მერიის დაფინანსებით.
ვის შეუძლია სკრინინგის პროგრამაში ჩართვა
ფილტვის კიბოს სკრინინგში ჩართვა კლინიკა "კონსილიუმ მედულაში", მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე 45-75 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის უფასოდაა შესაძლებელი.
თუ ხართ 45-დან 75 წლამდე მწეველი ან თავი დაანებეთ მოწევას ბოლო 15 წლის განმავლობაში, თქვენთვის კვლევები უფასოდაა ხელმისაწვდომი.
რას მოიცავს ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა
ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა მოიცავს დაბალი დოზით კომპიუტერული ტომოგრაფიას (LDCT), 2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, კონსესუს კონფერენციას, რომელსაც გაუძღვება შემთხვევის ლიდერი მე-3 რადიოლოგი. შეფასება მოხდება Lung-RADS-ის შკალის მიხედვით.
დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფია (LDCT) სწრაფი, არაინვაზიური და უმტკივნეულო კვლევაა, რომელიც ფილტვების დეტალურ გამოსახულებას გვაძლევს. დაბალდოზირებული CT ნიშნავს, რომ გამოსხივების დოზა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი გულმკერდის CT კვლევისას.
როგორ ტარდება კვლევა
კვლევის დროს პაციენტი წევს მაგიდაზე და მოწყობილობა იყენებს გამოსხივების დაბალ დოზას ფილტვების გამოსახულების მისაღებად. გამოკვლევა გრძელდება რამდენიმე წუთს, არ არის მტკივნეული და ინვაზიური.